ხვალ, 1-ელ დეკემბერს, ხელოვნების სახლში მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს“ კინოჩვენება გაიმართება.
ფილმის შინაარსი მოგვითხრობს ენგურჰესზე და იმ საზღვრებზე, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს. მოქმედება ხდება ენგურჰესის კაშხალზე.
„მას შემდეგ, რაც1993 წელს საქართველომ აფხაზეთის რეგიონზე კონტროლი სრულად დაკარგა, ენგურის ჰიდრო ელექტრო სადგური საზღვარმა შუაზე გაყო. სადგურს და კაშხალს შორის გადაჭიმული 15 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბი დღეს თვითაღიარებულ აფხაზეთს და საქართველოს შორის ერთადერთი და უკანასკნელი კავშირია. ფილმის რეჟისორი საზღვრის გადალახვას და სადგურის ნახვას ცდილობს. ინჟინერ - მექანიკოსი ირაკლი კი მისი მთავარი მეგზურია. მათი ყველა მცდელობა, გადალახონ საზღვარი, კრახით სრულდება. თუმცა, გზად ისინი აწყდებიან დაფარულ, საიდუმლო ამბებს, რომლებიც ზედაპირზე ისეთივე უხილავია, როგორც 15 კილომეტრიანი გვირაბი მიწის ქვეშ, რომლის კარებიც მოულოდენლად იხსნება“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კინოჩვენება 18:00 საათზე დაიწყება. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.