საზოგადოება
29.11.2023 12:36
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობა განიხილეს

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი უძღვებოდა.

საბჭოს სხდომას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„შეხვედრაზე განხილული იყო 2023 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები, შიდა ქართლში 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხები და 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.
კვირის ამბები