საზოგადოება
25.02.2020 11:54
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში დროშები დაუშვეს

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში დროშები დაუშვეს. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

,,1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი მძიმე თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე და დედაქალაქი დაიკავეს. სამშობლოს დასაცავად 20-25 წლის ახალგაზრდებმა გაწირეს თავი. დამოუკიდებელი საქართველოს 3 წლიანი არსებობა დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია. იმედი მაქვს, მალე დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, რომლებისთვისაც არაერთხელ გვიბრძოლია. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომლებმაც თავი შეწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას,“ - წერს გორის მერი სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კვირის ამბები