საგასტროლო ტურნეს ფარგლებში,ხვალ, 30 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრი წარმოდგენას გორის თეატრში გამართავს.
მაყურებელი სმარო მადოიან-ალაჯაჯიანის პიესის - „იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ“ მიხედვით დადგმულ წარმოდგენას იხილავს.
ერთმოქმედებიან სევდიან კომედიაში სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, მარინა კახიანი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან ხარშილაძე და მაია ხორნაული მონაწილეობენ.
ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამშობლოში, ემიგრაციაში იმყოფება და 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. ის ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ მნიშვნელოვან დღეს უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატარებს, მაგრამ ამაოდ. სატელეფონო ზარით იგი შეიტყობს, რომ თითოეულ მათგანს „გადაუდებელი“ საქმე აქვს. ქეთევანის და ნინო, რომელიც მოზარდთა ზრუნვის დღის ცენტრში მუშაობს, მარტოდ დარჩენილ ქეთევანს არწმუნებს გაჰყვეს მოზარდთა ზრუნვის დღის ცენტრში, რათა მხიარულ გარემოში, ერთად აღნიშნონ იუბილე. ქეთევანი თანხმდება და დაბადების დღეს ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეების წრეში ატარებს. აქ არის ის სევდა, მონატრება, სიყვარული, რაც დღემდე გააჩნიათ საქართველოდან შორს, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს.
დაინტერესებულ პირებს, ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და ონლაინ შეუძლიათ ვებგვერდზე: www. biletebi. ge.