სპორტი
29.11.2023 11:51
რუსთავში გამართულ ტურნირზე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

გორელი ძიუდოისტი თორნიკე გიუნაშვილი (73 კგ.), ვასილ ყვავილაშვილის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ამავე შეჯიბრზე 42 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ხარიბეგაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

ტატო საბაშვილი (55 კგ.) კი ტურნირის მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სამივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.

ვასილ ყვავილაშვილის მემორიალური ტურნირი რუსთავში ჩატარდა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები 2009-2010 წწ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები