ღია სივრცეში ძაღლის საბელის და ალიკაპის გარეშე გაყვანაზე გაზრდილი ჯარიმა უკვე ამოქმედდა.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გაყვანაზე ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. 1 წლის განმავლობაში იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად 300 ლარი იქნება.
ცვლილების თანახმად, ასევე, გამკაცრდა სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მიმდინარე წლის ივნისში მესამე მოსმენით მიიღო.