მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე, 1-ელი ივლისიდან მასწავლებელთა ახალი სახელფასო პროგრამა ძალაში შევა, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება.
„2024 წლის იანვრიდან სახელფასო დანამატის მაქსიმუმ 125-ლარიანი ზრდა, წლიურად, დანამატის მაქსიმუმ 1500 ლარით ზრდას გულისხმობს. ახალი სახელფასო ფორმულა ითვალისწინებს საბიუჯეტო სახსრების სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას მასწავლებლის დატვირთვისა და შრომის შესაბამისად.
გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს შვებულების პერიოდშიც, 1-ელი ივლისიდან მიეცემათ“, - აცხადებენ სამინისტროში.