საზოგადოება
28.11.2023 11:43
გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა.

შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა და ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გახსნა, რომელიც, ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელია.

გორის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი დალი ტლაშაძე უძღვებოდა.

ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებმა უპასუხეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, შშმ პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 77 737 000 ლარს შეადგენს და როგორც შეხვედრაზე ითქვა,  დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს ეფუძნება.

კვირის ამბები