კულტურა
28.11.2023 11:44
„ყალბი ოქრო“ - გორის ხელოვნების სახლი ლევან მიქელაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

„ყალბი ოქრო“ - გორის ხელოვნების სახლში ლევან მიქელაძის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიუმში შესრულებული 50-მდე ნამუშევარი, რომლებიც ღმერთის, რწმენის, ცოდვების და სიკვდილის შესახებ გარკვეულ რელიგიურ წარმოდგენებს, ყალბი ოქროთი დაფარულ სხვადასხვა მოსაზრებას, გამოგონილ რეალობებს და ურბანულ მითებს აერთიანებს.

ორგანიზატორების ცნობით, გამოფენა 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საგამოფენო სივრცეში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტი „Art House 20 23“ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები