კულტურა
28.11.2023 11:42
გორში მიშიკო კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

გორში მიშიკო კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება 1-ელ დეკემბერს ჩატარდება და ხელოვანის 55 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საღამოს მომღერლის მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები დაესწრებიან.
გაჟღერდება ცნობილი ჰიტები მომღერლის შემოქმედებიდან.

ღონისძიება გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

შეგახენებთ, მიხეილ კოშკაძე 1968 წელს, გორში დაიბადა. კოლორიტი  მუსიკოსი და მომღერალი 2018 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კვირის ამბები