მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის ჩატარების თარიღი გადაიდო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ღონისძიება დღეს, 12:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უამინდობის გამო გადაიდო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, გამოფენის გამართვის თარიღი.
შეგახსენებთ, გამოფენაზე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი.
მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, ნივთების როგორც ადგილზე, ასევე ელექტორნულად (Re – market . ge) შეძენაც შეუძლიათ.
პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულების პირად ანგარიშზე გადაირიცხება.
ღონისძიება „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდება.