საზოგადოება
27.11.2023 14:28
გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს - შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს

გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა ჩინეთის საელჩოში გაიმართა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენიმ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი უკვე  მოაწერეს.

ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტი გრანტის სახით 500 000 ჩინურ იუანს (190 000-ლარამდე) მიიღებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გრანტის თანხით და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ორ სოფელში - მერეთსა და ქვემო არცევში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინისტადიონები მოეწყობა.

პროექტი, ჯამში, 300 000 ლარამდე თანხას ითვალისწინებს. 110 000-ლარამდე თანხას კი გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია სტადიონების მოსაწყობად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რის შემდეგაც  სამუშაოები დაიწყება.
კვირის ამბები