გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ფინანსური დახმარება გაეწევა, გაგრძელდება სტუდენტების სწავლის დაფინანსებაც
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარება გაეწევა, ასევე გაგრძელდება სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსებაც.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მიიღეს.
„2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფა და სტუდენტების სწავლის დაფინანსება,“ - აცხადებენ უწყებაში.