სპორტი
27.11.2023 14:18
შოთა ლომიძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა 14 მედალი მოიპოვეს

მსოფლიოს ჩემპიონის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის შოთა ლომიძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორელმა მოჭიდავეებმა 14 მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის (ცხრა მედალი) და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის (ხუთი მედალი) სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები დემეტრე ბოლოთაშვილი (71 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (35კგ.), ცოტნე ბერძნიშვილი (48 კგ.), აკაკი მაზმიშვილი (60კგ.) და გიგა ოთინაშვილი (65კგ.) გახდნენ.

რაც შეეხება მეორე ადგილს, თორნიკე დვალიშვილი (35 კგ.), სოლომონ გაგლოშვილი (42 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (38კგ.), ტარიელ საათაშვილი (45კგ.) და გიორგი სიჭინავა (48კგ.) დაესაკუთრა.

ბორის გოგიჩაიშვილმა (65 კგ.), გიორგი სამნიაშვილმა (110 კგ.), ნიკოლოზ მაყიშვილმა (38კგ.) და დემეტრე ბერიანიძემ (60კგ) ტურნირი მესამე ადგილით და ბრინჯოს მედლით დაასრულეს.

შოთა ლომიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ხაშურში ჩატარდა. შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 2008-2010 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები