გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა და თოვლჭყაპი გორის მუნიციპალიტეტში 19 საათამდე შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +5 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების ცნობით, 28 ნოემბრიდან გორში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ღრუბლიანობა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 28 ნოემბერს +5, მომდევნო დღეებში კი დღისით +7, +9, +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამის საათებში კი, 28, 29, 30 ნოემბერს ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა.
დეკემბრის დასაწყისში თბილი ამინდია ნავარაუდევი, 3, 4, 5 დეკემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +14 გრადუსს მიაღწევს.