საზოგადოება
27.11.2023 12:48
გორის მერიამ 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტები გორის მერიამ 500 ლარით დააჯილდოვა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, მშობლები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

„აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, 2023 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 35-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.

კვირის ამბები