სპორტი
27.11.2023 12:20
ვარიანის და მერეთის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები გადაეცათ

შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ვარიანის და მერეთის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები გადასცა.

ღონისძიებას ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობის მიზანს რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

„ვარიანის და მერეთის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები გადავეცით. ამ საქმის განსახორციელებაში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი და კომპანია „მაქს შაურმა“ დაგვეხმარნენ. ფედერაციის მიზანი რეგიონში სპორტის პოპულარიზაციის ხეშეწყობაა, შესაბამისად, მსგავსი სახის აქტივობების გამართვას სხვა სოფლებშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.

შეგახსენებთ, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციამ ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი ხუთ საჯარო სკოლას (საქაშეთი, არბო, ქერე, მერეთი, ვარიანი) გადასცა.

კვირის ამბები