ორი მედლით დაბრუნდნენ შინ გორელი ძიუდოისტები დიუსელდორფიდან, სადაც გრანდ სლემზე იასპარეზეს საქართველოს ნაკრების რიგებში.
გრანდ სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) დაისაკუთრა.
მათ გარდა, შეჯიბრებაზე, საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი აიღო. შეჯიბრების გამარჯვებულები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+ 100 კგ.) გახდნენ.