ხვალ, 25 ნოემბერს, გორის სარაგბო კლუბი „გორი“ მომდევნო შეხვედრას გამართავს.
მიმდინარე სეზონის მეცხრე მატჩს ადგილობრივი გუნდი წყალტუბოს „დინოზავრის“წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა გორის რაგბის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, გასულ შეხვედრაში „გორი“ ქუთაისის ,,ბაგრატს“ დაუპირისპირდა. მატჩი გორელთა გამარჯვებით 8:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გამართული მერვე მატჩიდან მათ მეშვიდედ იზეიმეს გამარჯვება.