„ანას პროცესი“ - გორის ხელოვნების სახლში კინოჩვენება გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმი 36 წლის ადვოკატზეა, რომელსაც სასამართლოში 30-მდე უიმედო საქმე აქვს მოგებული, თუმცა თავად ხდება ისეთი პროცესის მონაწილე, რომელიც შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც მისი კარიერისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის.
„ადამიანის უფლებების დამცველი და ადვოკატი, 36 წლის ანა, რომელსაც 30-მდე უიმედო საქმე აქვს სასამართლოში მოგებული, თავად ხდება დიდი პროცესის მონაწილე, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც მისი კარიერისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, მასაც უწევს გამოცდის ჩაბარება კაცი დეპუტატების წინაშე, რომელთა კითხვებიც ხშირად საქმესთან კავშირში სულაც არაა. ანას წარუმატებლობისა და წარმატების კვალდაკვალ, მაყურებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოწმე ხდება“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყო დისკუსიაც.