სამართალი
22.11.2023 12:41
შიდა ქართლში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, შემთხვევის დღეს, ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი - სათევზაოდ. სწორედ სანადიროდ მყოფი ასევე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად გარდაიცვალა მეორე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

ბრალდებულის ახლობლების ვარაუდით, გამოძიების მიმდინარეობისას, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

კვირის ამბები