23 ნოემბერს მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 23 ნოემბერი მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღედ “, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.