სპორტი
22.11.2023 12:02
„გორი“ „ბახმაროს“ დაპირისპირება გორელთა გამარჯვებით დასრულდა

ეროვნული ლიგა 3-ის 28-ე ტურის მატჩში „გორი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გორელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა. რომან გოცირიძემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

რაც შეეხება მეორე გოლს, გოგი მამულაშვილის ანგარიშზეა. ერეკლე ტაბატაძემ კი სხვაობა კიდევ ერთი გოლით გაზარდა.

მატჩი ქართლის სტადიონზე გაიმართა.

ცნობისთვის, შემდეგ შეხვედრას „გორი“, სტუმრად, ტყიბულის „მეშახტეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 ნოემბერს ჩატარდება.

კვირის ამბები