კულტურა
22.11.2023 11:33
გორის მწერალთა სახლმა გალაკტიონის შემოქმედებისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის საღამოს უმასპინძლა
გორის მწერალთა სახლმა მხატვრული კითხვის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაში ცნობილი გორელი მწერლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132 წლის იუბილეს მიეძღვნა და პოეზიის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ღონისძიების მსვლელობისას მოზარდებმა გენიალური ქართველი პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების აქტიურ მოსწავლეებს მწერალთა სახლის ლიტერატურული ჟურნალი - „მწიგნობარი“ და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
 
 
 
 
კვირის ამბები