გიორგი ბოგდანოვის და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის გამარჯვებული დანიელ გალეგაშვილი (20 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (26 კგ.) და საბა ვართანიანი (+45 კგ,) გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მათე პაპიტაშვილი (26 კგ.) და გიორგი ოქროპირიძე (32 კგ.) დაესაკუთრნენ.
ნიკოლოზ ბერიანიძემ (23 კგ.), ლაზარე ინდუაშვილმა (35 კგ.) და გაბრიელ ჩინჩრიკმა (35 კგ.) კი შეჯიბრი მესამე ადგილით და ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ტუნირზე გორის კიდევ ერთი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ და მათ ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია. ალექსანდრე ტლაშაძე (35 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებული, პაატა მურადაშვილი (45 კგ.) კი ტურნირის ვერცხლის მედლის პრიზიორია.
ცნობისთვის, გიორგი ბოგდანოვის და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ბაღდათმა უმასპინძლა. შეჯიბრში 2013 - 2014 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.