საზოგადოება
21.11.2023 13:42
იუსტიციის სახლის 470-მდე სხვადასხვა სერვისს მომხმარებელი დისტანციურად, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებს

იუსტიციის სახლის 470-მდე სხვადასხვა სერვისს მომხმარებელი დისტანციურად, მობილური ტელეფონის საშუალებით, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ციფრული იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 2024 წლიდან განხორციელდება,  საქართველოს  ნებისმიერ მოქალაქეს,  მცხოვრებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე,  მის ფარგლებს გარეთ, საშუალებას მისცემს, რომ იუსტიციის სახლის ნებისმიერი სერვისი უკვე მობილური ტელეფონის საშუალებით, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს.

შეგახსენებთ, იუსტიციის სახლში წარმოდგენილი სერვისები ხელმისაწვდომია რამდენიმე არხით, მათ შორის, ციფრული არხით პლატფორმაზე my. gov. ge. 

 

კვირის ამბები