საზოგადოება
21.11.2023 13:43
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ

ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ.

 სეზონური სპეც. ტანსაცმლის კომპლექტში ქურთუკი, მაისური, შარვალი და რეზინის ფეხსამეცმელია.

„სააგენტო ზრუნავს თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნაზე და მათთვის პერიოდულად ხდება სეზონის შესაბამისი ბრენდირებული უნიფორმების შეძენა“, - აცხადებენ სააგენტოში

შეგახსენებთ, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო პატრონის გარეშე დარჩენილ შინაურ ცხოველებს უფასოდ ემსახურება. მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაციას და ცოფზე ვაქცინაციას გამოცდილი ვეტერინარები ყოველდღე უტარებენ.

რაც შეეხება პატრონიან ძაღლებს და კატებს, ვეტერინარული მომსახურეობა ფასიანია და მომსახურება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

სააგენტოს ინფორმაციით, კვალიფიციური სპეციალისტები ახორციელებენ ცხოველების ჭრილობის გაკერვა-ნაკერების მოხსნას; ინფექციური დაავადებების ექსპრეს დიაგნოსტიკას სწრაფი ტესტით; ყურზე საჭიდის მიმაგრებას; ჩიპირებას; ჩიპიდან ინფორმაციის წაკითხვას (ჩიპის სკანირება); თერაპიულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას; ძაღლის და კატის ბრჭყალების დაჭრას; ცხოველის კრემაციას და სხვა.

 

კვირის ამბები