საზოგადოება
24.02.2020 22:30
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო  უნდა მოემზადოს კორონავირუსის პოტენციური პანდემიისთვის.

თედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი მსოფლიოში ჯერ არ არსებობს და თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეაფასოს მისი რისკები საკუთარ ქვეყანაში გავრცელების შემთხვევაში.

 

„ამ დროისთვის სიტყვა „პანდემიის“ გამოყენება ეწინააღმდეგება ფაქტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვითარება შიშს უნდა ნერგავდეს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შეკავებაზე და ამასთან, შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

 

კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 33 ქვეყანასა და ორ რეგიონში  ფიქსირდება. ესენია: ჩინეთი, მაკაო, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, სინგაპური, ირანი, ტაილანდი, აშშ, ტაივანი, ავსტრალია, მალაიზია, გერმანია, ვიეტნამი, გაერთიანებული სამეფო, გაერთიანებულ არაბთა ემირატები, საფრანგეთი, კანადა, ფილიპინები, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, კამბოჯა, ეგვიპტე, ფინეთი, ლიბანი, ნეპალი; შრი ლანკა, შვედეთი, ერაყი, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ქუვეითსა და ბაჰრეინშიც. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის 80 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 700-ს აღწევს.

კვირის ამბები