გ. ერისთავის სახელობის თეატრის დასი სპექტაკლით - „ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“, ქალი დრამატურგების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ელენე მაცხონაშვილის რეჟისორული ნამუშევრით, გორის თეატრის მსახიობები - მარი არღუთაშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე ფესტივალზე, სტამბულში, 23-24 ნოემბერს წარსდგებიან.
რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, ერთმოქმედებიანი ტრაგედია 2008 წლის ომზე და, ზოგადად, ომის სისატიკეზე გვიყვება. პიესა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა და მასში გამოყენებულია უშუალოდ ომის პერიოდში, საბრძოლო მოქმედებების დროს გაგზავნილი სატელეფონო მიმოწერები.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, თეატრის მსახიობები სტამბულში უკვე გაემგზავრნენ.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი