21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს.
მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა - გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.
აღნიშნული დღესასწაულის აღნიშვნა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.