სამართალი
24.02.2020 21:55
მამაკაცმა ხმელი ბალახის დაწვისას სხეულის დამწვრობა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა

სოფელ დოესში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ხმელი ბალახისა და მოსავლის ნარჩენებისგან ბაღს ასუფთავებდა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

დოესელების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კვირის ამბები