საზოგადოება
20.11.2023 13:18
დიცში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა,  რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დღემდე არ არსებობდა.

„წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. მიმდინარე პროექტი კი ითვალისწინებს ასფალტის დაგებას როგორც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევე, ეზოების შესასვლელებსა და გზის მიერთებებზე. სამუშაობის ღირებულება 519 620 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 725 მეტრია“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები