საზოგადოება
20.11.2023 12:54
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო - რას გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტი

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო  ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი  „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ მიმართულებით და, ევროკავშირის  ENPARD-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტის, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 აიღო.

„საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს ხარისხის მართვის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, მომსახურების ისეთი სიტემების შექმნას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნებთან“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები