საინტერესო ამბები
20.11.2023 12:49
ასტროლოგთა მტკიცებით, არსებობს შვიდი რიცხვი, როდესაც ბედნიერი და წარმატებული ადამიანები იბადებიან

ბევრი ფიქრობს, რომ მის ნაცნობს, თანამშრომელს ან ახლობელს ცხოვრებაში მეტად უმართლებს და მიზანს ადვილად აღწევს, ასტროლოგების მოსაზრებით, ადამიანის წარმატებას და იღბალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავ მისი დაბადების თარიღი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, არსებობს შვიდი განსაკუთრებული რიცხვი, როდესაც იღბლიანი ადამიანები იბადებიან და ვარსკვლავების გავლენით მათი ცხოვრება გაცილებით წარმატებულია.

8

რვა რიცხვში დაბადებული ადამიანი ყველაფერში წარმატებულია, რაც ფინანსებს და შემოსავალს ეხება. ის, ფაქტობრივად, ფულის მაგნიტია და შემოსავალს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იზიდავს.

10

ათ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალზე იღბლიანები არიან. ისინი გამუდმებით საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ხვდებიან. მათთვის ლატარიაში ჯეკ-პოტის მოგება, ხელსაყრელი გარიგების დადება ან საფრთხის თავიდან აცილება ჩვეულებრივი რამაა.

11

ამ რიცხვში ნამდვილი მენტორები და მასწავლებლები იბადებიან. მათ შეუძლიათ, წინასწარ დაინახონ მოვლენების განვითარება, ზუსტად გაშიფრონ პიროვნება არსი და ადვილად განახორციელონ სასურველი. 11-ში დაბადებულები ხშირად იმარჯვებენ სხვადასხვა საქმეში.

17

17-ში დაბადებულ ადამიანებს უძლიერესი ინტუიცია აქვთ. მათ შეუძლიათ დაინახონ ის, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია, წაიკითხონ სხვების აზრები და განზრახვები. ვარსკვლავებმა ეს ადამიანები განსაკუთრებული უნარებით დააჯილდოვეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ფინანსური თუ სხვა სახის წარმატებისთვის.

22

ისინი დაბადებიდან გრძნობენ, რომ განსაკუთრებული მისია აქვთ - სხვა ადამიანების დახმარება. 22-ში დაბადებულები, ფაქტობრივად, კოსმოსიდან გამოგზავნილები არიან, რათა სამყარო უფრო უკეთესი, ჰარმონიული და ფერადი გახადონ. ამისთვის მათ ყველაფერი აქვთ: ნიჭი, ცოდნა, შესაძლებლობები, სურვილი, უშრეტი ენერგია და კომუნიკაციის საოცარი უნარი.

26

შეიძლება ითქვას, რომ 26-ში დაბადებულები, ფაქტობრივად, სამყაროს საფულესთან ერთად მოევლინენ, თუმცა, ამ რიცხვში დაბადებული ქალებისა და მამაკაცებისთვის განსხვავებული წესები მოქმედებს - თუ მამაკაცმა შემოსავლის მისაღებად მხოლოდ „მამაკაცური“ საშუალებები უნდა გამოიყენოს, ქალს შეუძლია აირჩიოს საქმიანობა, რომელიც მოსწონს და შემოსავლის მიღების პარალელურად, სიამოვნებას ანიჭებს აღნიშნული საქმის კეთება.

29

29 რიცხვში დაბადებული ადამიანების წარმატების მთავარი ფაქტორი ცოდნა და ამ დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემაა. ანუ, თუ ისინი შემოსავლის მიღების საშუალებად მენტორობას, სხვებისთვის სწავლებას აირჩევენ, მათი საქმიანობა ძალზე წარმატებული და შემოსავლიანი იქნება.

კვირის ამბები