გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის სახით.
დღეს, 20 ნოენბერს, გორში მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ქალაქის ტერიტორიაზე +7, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი მხოლოდ +4 გრადუსს მიაღწევს.
+6 გრადუსი და ნალექია ნავარაუდევი გორში 21 ნოემბერს.
სინოპტიკოსების ცნობით, +9 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 22 ნოემბერს.
23-24 ნოემბერს გორში კვლავ იწვიმებს, 25-26-ში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27-ში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი, 28-29 ნოემბერს კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +13 გრადუსს მიაღწევს.