გორელი მოკრივე გიორგი გუცაევი (86 კგ.) 22 წლამდელთა შორის კრივში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენმა იტალიელი იოან ჟესუს აკოსტა სანაბია დაამარცხა, შემდეგ კი პოლონელ იაკუბ სტრაჟევსკის მოუგო. ნახევარფინალურ ეტაპზე მონტენეგროელ პეტარ ლიჟევიჩთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
ცნობისთვის, გიორგი გუცაევი საქართველოს ჩემპიონი და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელიც გახლავთ.
სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზირებული სკოლის წარმომადგენელია. მისი პირადი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძეა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში