სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
დამსაქმებლის მოთხოვნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის მიმართულებით; იცნობდეს ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს, შეეძლოს აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქოემოციური, ქცევითი, ფუნქციური და მოტორული უნარების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; სსსმ მოსწავლისათვის სასწავლო პროცესისა და სხვდასხვა აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა.
სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს აღნიშნულ პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 520 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე 24 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.