ხმათა უმრავლესობით, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
,,ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ. დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში" - განაცხადა ფეზერმა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ვარაუდობს, რომ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებისას, არ ემუქრებათ არაადამიანური მოპყრობა, დევნა ან სხვა სახის სერიოზული პრობლემები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება