ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში მრვალსართულიანი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით, მერიაში 100-მდე ამხანაგობამ წარადგინა საპროექტო ინიციატივა.
რაც შეეხება რეაბილიტირებული კორპუსების ჩამონათვალს და შესრულებულ სამუშაოებს, სტალინის გამზირის N5-ში გამოიცვალა მე-2 სადარბაზოს სახურავი; თამარ მეფის მე-5 კვარტალიN21-ში გამოიცვალა მხოლოდ წყალშემკრები ძაბრების და ვერტიკალური წყალსადინარი მილები; თარხნიშვილის ქუჩაN18-ში გამოიცვალა პირველი სადარბაზოს სახურავი; ასევე, გადაიხურა თამარ მეფის გამზირი N82-ში, რომელაშვილების ქუჩა N179-ში და მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში მდებარე კორპუსები.
„მერიაში შემოსული პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს. სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 90%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას“, - აცხადებენ მერიაში.