საზოგადოება
16.11.2023 11:29
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ოლიმპიურ მუზეუმში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიურ მუზეუმში იმყოფებოდა. შეხვედრას ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ლერი ხაბელოვთან (სეოკ-ის პრეზიდენტი) და ემზარ ზენაიშვილთან (გენერალური მდივანი) ერთად, ახალ ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და ინფორმაციული მასალა დაათვალიერეს, ამასთან, ოლიმპიზმის ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებს და ქართველი ოლიმპიელების წარმატებებს გაეცნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ახალგაზრდებთან მათ მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლზე და მნიშვნელობაზე ისაურებს.

შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა სპორტულ თემატიკაზე. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული ოლიმპიური ლიტერატურა გადაეცათ.

ცნობისთვის, ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილია 1952 წლიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის ყველა ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორის მედლების ასლი, კარიერის მნიშვნელოვანი მიღწევები და ფოტოსურათები.

 

კვირის ამბები