საზოგადოება
15.11.2023 15:26
ფხვენისის და ტინისხიდის სკოლებმა ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორმა საჯარo სკოლამ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ავტორიზაცია გაიარა და ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის ავტორიზებული საჯარო სკოლების რიცხვს სოფლების - ფხვენისის და ტინისხიდის საჯარო სკოლები შეემატა.

როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 სკოლა:  გორის №2, №5, №7, №9, სოფელების - შინდისის, ტყვიავის, ზერტის,  საქაშეთის,  ხელთუბნის, ტინისხიდის და ფხვენისის საჯარო სკოლები  ავტორიზებული საჯარო სკოლის სტატუსს უკვე ატარებენ.

სტატუსის მისაღებად კი პროცესები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ ოთხ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ბნავისის, ხიდისთავის, სკრის და ქერეს საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი საქართველოში წელს პირველად ახორციელებს საჯარო სკოლების ავტორიზაციას.

 

კვირის ამბები