საზოგადოება
15.11.2023 15:22
გორის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ტრანსპორტის მოსაცდელი აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა გრძელდება.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 12 სოფელში მიმდინარეობს მოსაცდელის მშენებლობა და სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის მიხედვით დაგეგმილია აგურის კედლების მშენებლობა, გადახურვა, სკამის მონტაჟი და ბეტონის ფილების მოწყობა.

რაც შეეხება სოფლებს, მოსაცდელების მოწყობა განხორციელდება: ტყვიავში, ფლავისმანში, ფლავში, დიცში, ზემო ხვითში, მერეთში, კოშკა-გუგუტიანთკარში, ზარდიანთკარში, ქერეში, ძევერაში, ქიწნისსა და სათემოში.

კვირის ამბები