2-3 დეკემბერს შიდა ქართლი ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს უმასპინძლებს. პროექტით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება 36 საათის განმავლობაში კასპის ტექნოპარკში იმუშაოს საკუთარ იდეებზე და პროექტში დასახული პრობლემები ტექნოლოგიური გზების საშუალებით გადაჭრან.
რაც შეეხება ჰაკათონის მიმართულებებს, სამშენებლო მასალების გაუმჯობესება; ჭკვიანი სახლის SOFT-HARDWARE უზრუნველყოფა; მდგრადი გადაწყვეტილებები (ეკო, ენერგოეფექტური სახლები და ა.შ); უსაფრთხოება (შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში); კონსტრაქშენი; დეველოპმენტი; ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არქიტექტურაში; სამშენებლო სექტორის სერვისი; ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დეველოპმენტში და მონიტორინგის ინოვაციური სისტემებია.
„თუ დაინტერესებული ხარ სამშნებელო ინდუსტრიის ტექნოლოგიური განვითარებით და ამ მიმართულებით იდეებზე მუშაობ! გინდა შენი იდეის დახვეწა, ან სრულიად ახალი გადაწყვეტის მოფიქრება, შემოგვიერთდი! პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს, სამშნებელო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, პროდუქტის მენეჯერებს, მარკეტერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ტრასპორტირება, დღის და ღამის კვება, მონაწილეები შეძლებენ ტექნოპარკის სივრცით სარგებლობას ღამის საათებშიც“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა GITA • Tech Park-ის 5000 ლარიანი გრანტი.
პროექტის პარტნიორი სამშენებლო კომპანია Monolith Group-ი კი თავის რჩეულ გუნდს, ასევე, გადასცემს 5000 ლარს და დაეხმარება პროტოტიპის განვითარების პროცესში.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსება შეუძლიათ ბმულზე: mtr . cool / fiyyljhwuo