სპორტი
15.11.2023 15:12
გორელმა სუმოისტმა დავით აბალაკმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გორელი სუმოისტი დავით აბალაკი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი მძიმე წონაში ასპარეზობდა.

აბალაკმა, ჯამში, ოთხი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც სამი გამარჯვებით დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატი სუმოში შვეიცარიის ქალაქ რენენსში ჩატარდა. შეჯიბრში სამი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. დავით აქუბარდიან (-90 კგ.) ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

კვირის ამბები