საზოგადოება
14.11.2023 10:46
„მეურნეობა“ - სოფელ ნიქოზში ინოვაციური სასათბურე პროექტი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ნიქოზში ინოვაციური სასათბურე პროექტი - „მეურნეობა“ გაიხსნა.

ღონისძიება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად, პროექტის ავტორებმა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტებმა საზეიმოდ გახსნეს.

ინოვაციური პროექტის მიზანს ბავშვებისთვის სამეურნეო საქმიანობის, მისი მართვის და განვითარების შესწავლა წარმოადგენს. ახალგაზრდები არაფორმალური გზით მიღებენ საჭირო ცოდნას, რომელიც  მათ სამეწარმეო უნარების განვითარებაში და სწორ პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარება. საწარმოდან მიღებული შემოსავლით  სკოლის და მოსწავლეების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტების დაფინანსება იგეგმება.

„კიდევ ერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნიქოზის სკოლას და პარტნიორ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი მადლიერების კამპანიას Thankyou.ge  და ქართული „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმასთან  Fundraiser.ge თანამშრომლობით ხორციელდება.

კვირის ამბები