გორში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „ჩააცვი ხეებს“ გაიმართა.
ღონისძიება გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სკვერში თბილი ტანსაცმელი მიეტანათ მათთვის, ვინც ზამთარს სხვადასხვა მიზეზით მომზადებული ვერ ხვდება.
ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით მოეწყო.
„საქველმოქმედო აქცია „ჩააცვი ხეებს“ მეხუთე წელია იმართება და საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს. ღონისძიების ფარგლებში, ვაგროვებთ ტანსაცმელს და მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ, ცხოვრება გავულამაზოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. შეგროვილი ტანსაცმელი საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალში (ბარნოვის ქ. 9) გადამისამართდება, სადაც მსურველები ყოველ შაბათ-კვირას მივლენ და სასურველ ტანსაცმელს აარჩევენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება