საზოგადოება
24.02.2020 13:06
სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების რაოდენობა იზრდება

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების რაოდენობა იზრდება. კანონპროექტი დარღვევებზე ფინანსური სანქციების საკმაოდ სოლიდურ ზრდას ითვალისწინებს: ერთ მეტრ კუბამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი – 500 ლარის ნაცვლად, 2000 ლარის გადახდა მოუწევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ნარჩენების რაოდენობა ერთ მეტრ კუბს უტოლდება ან აღემატება 10 მეტრ კუბს, მაშინ ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად, 1500 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის დადგენილი ჯარიმა კი, 1500 ლარის ნაცვლად, 3000 ლარს შეადგენს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 10 მეტრი კუბიდან 50 მეტრ კუბამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზეა დაგეგმილი.

კვირის ამბები