სოტბის აუქციონზე 12.2 მლნ დოლარად გაიყიდა ბენქსის ნახატი „მაიმუნების პარლამენტი“.
როგორც აუქციონის წარმომადგენლები აცხადებენ, ნამუშევარი ანონიურმა კლიენტმა შეიძინა, რომელსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურს.
ნახატზე ასახულია ბრიტანეთის პარლამენტის, თემთა პალატის სხდომათა დარბაზი, სადაც დეპუტატების ნაცვლად მაიმუნები არიან თავმოყრილები.
ბენქსის ნახატები მუდმივად ექცევა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ვანდალების, სამხატვრო კრიტიკოსებისა და კოლექციონერების ყურადღების ცენტრში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა აუქციონებზე ხშირად გაყიდულა ექვსნიშნა ციფრებში გამოსახულ თანხად, თუმცა, ამჯერად, რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.