გორის მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ გორელ პედაგოგებს შეხვდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წელს, სამ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს - ნინო ფსუტურს, მედეია ტრამაკიძეს და ლელა წურწუმიას წარმატება მიულოცა, საჩუქრები გადასცა და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
პეგაგოგებთან შეხვედრას მერიის განათლების განყოფილების თანამშრომლები და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორ-მასწავლებელი ნინო ფსუტური კონკურსის - „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული გახდა, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მედეია ტრამაკიძემ კონკურსში - „მასწავლებლის ეროვნული პრემია“ გაიმარჯვა, ხოლო გორის მე-12 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მენტორ-მასწავლებელი ლელა წურწუმია კონკურსის - „ნინო აბულაძის სახელობის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის პრიზის“ გამარჯვებულია.