საზოგადოება
13.11.2023 12:09
გორის მუნიციპალიტეტში ხვალიდან ტემპერატურა დაიკლებს, პერიოდულად მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, პერიოდულად მოსალოდნელია ნალექი.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს: სინოპტიკოსების ცნობით,  13 ნოემბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.

+15 გრადუსი, ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი გორში 14 ნოემბერს.

15 ნოემბერს, გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +15 გრადუსს მიაღწევს.

15 საათიდან იწვიმებს გორში 16 ნოემბერს, ჰაერი კი +14 გრადუსამდე გათბება.

ღრუბლიანობა, წვიმა და მხოლოდ +9 გრადუსი დაფიქსირდება გორში 17 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი 3-4 გრადუსით ნაკლები ტემპერატურაა მოსალოდნელი.

0 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა 18 ნოემბერს ღამით, დღის საათებში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს.

ღამით +1, დღისით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი 19 ნოემბერს.

ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი 20-21 ნოემბერს გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსს მიაღწევს.

22 ნოემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კი მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

კვირის ამბები